ჰალის საადრეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰალის საადრეო

ჰალის საადრეო - (Précoce de Hall). სინონიმები: ხავერდა (ქართლში); ივანობისთვის ატამი (იმერეთში). ატმის ეს ჯიში ეკუთვნის ამერიკულ ადრეულა ჯიშების ჯგუფს.

საქართველოს ატმის რაიონებში ფართოდ არის გავრცელებული. კარგია, როგორც სამრეწველო მნიშვნელობის სუფრის ჯიში. მსხვილი, კარგად შეფერილი ნაყოფი, ხის ძლიერი ზრდა, უხვი მოსავლიანობა, შედარებით კარგი გამძლეობა „ფოთლის ხუჭუჭის“ მიმართ ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენენ, რის გამოც მას სათანადო ადგილი უნდა ჰქონდეს დათმობილი სტანდარტულ ასორტიმენტში, როგორც ადრეულა სუფრის ჯიშს.

ნაყოფი მწიფდება ივლისის შუა რიცხვებში (გორის რაიონში).

ხე ხასიათდება ვიწრო პირამიდული ვარჯით. დატოტვა საშუალო სიხშირის აქვს. ფოთოლი მსხვილია, განიერ–ლანცეტისებრი, მუქ–მწვანე ფერის. ყვავილი წვრილია, მოკლე, ბაცი–წითელ–აგურისფერი გვირგვინის ფურცლებით.

ნაყოფი მრგვალია, კარგად ემჩნევა ღარი. ნაყოფის საშუალო სიმსხო უდრის 5,3X5,5X5,3 სმ.–ს, ნაყოფის საშუალო წონა – 65 გრამს.

ნაყოფის კანი სქელია; კანის ძირიტადი ბაცი–მწვანე ფერი ემჩნევა მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებზე; თითქმის მთელი ნაყოფის ზედაპირი შეფერილია მუქ–წითელ ღვინისფრად. კანი ძლიერ შებუსვილია, შებუსვა მოკლე ხავერდისებრია.

ნაყოფის ხორცი მომწვანო–თეთრი ფერისაა, კურკასთან წითლად შეფერილი, რბილი, საკმაოდ წვნიანი, სურნელოვანი, მომჟავო გემოსი, ოდნავ დაჰკრავს სიმწკლარტე. სრული სიმწიფის დროს ხორცი კურკას სცილდება. კურკა მსხვილი აქვს შეადგენს ნაყოფის წონის 9%–ს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები