ჰიდროტექნიკური წვრილმარცვლოვანი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროტექნიკური წვრილმარცვლოვანი ბეტონიბეტონი, რომელშიც შემვსების მაქსიმალური ზომაა 10 მმ. იგი შეიძლება ჩაეწყოს ტორკრეტირებით. სატყორცნიდან გამომავალ მშრალ ნარევს ემატება წყალი და დაიტანება ზედაპირზე. ასეთი ბეტონი ხასიათდება მაღალი სიმკვრივით, სიმტკიცით, წყალუჟონადობითა და ყინვამედეგობით. გამოიყენება წყალსატევისა და არხის ფილტრაციის საწინააღმდეგო მოპირკეთების, თხელკედლიანი პანელების, ტროტუარის ფილების, წყლის ავზების, ჰიდროტექნიკური ნაგებობის ნელ-ნელა ნაკერის ამოქოლვისთვის და ა.შ. ჰიდროტექნიკური ნაგებობის, აეროდრომის საფარის, არხის მოპირკეთების რემონტისათვის გამოიყენება სწრაფმყარებადი წვრილმარცვლოვანი ბეტონი თხევადი მინის შემკვრელზე, პოლიმერბეტონი და ბეტონპოლიმერი, რომლებიც ხასიათდება დიდი სიმტკიცით, სიმკვრივით, ცვეთა- და ქიმიური მედეგობით, კარგი ადჰეზიური თვისებებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები