Papentucellia latifolia Caruel
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Papentucellia latifolia Caruel – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 10-30 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ჯირკვლოვან-ბეწვიანი. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი. ღეროსეული ფოთოლი 4-8 წყვილია, ფართო-კვერცხისებური, კიდედაკბილული. გვირგვინი მეწამულია, ქვედა ტუჩი სამნაკვთიანი. ყვავილები იღლიურია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება ველებზე, მდელოებზე და ბუჩქნარებში, ტენიან ადგილებში, ზოგან – მასიურად. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ბაბანეურისა და ქალაქ ყვარლის მიდამოებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.