| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გური კანდელაკი![]()
Biographyგური დავითის ძე კანდელაკი დაიბადა 1895 წელს, ტყიბულის რაიონის სოფელ ნაბოსლევში. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1917 წელს. 1918 წელს სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა საქარის საცდელ სადგურში და თბილისის პირველ ღვინის ქარხანაში მოვარჯიშედ. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიწათმოქმედების კომისარიატის გადაწყვეტილებით დაინიშნა წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1937 წელს მუშაობდა თბილისის მეორე ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ და ტექნიკურ დირექტორად. 1937 წელს ინიშნება წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, აქ იგი მუშაობს 1949 წლამდე. 1949 წლიდან თბილისის ღვინის პირველი ქარხნის მთავარი ტექნოლოგია. პროფესიული, შრომითი საქმიანობის გარდა იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1947 წელს არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად წინანდლის N105 საარჩევნო ოლქში. დაჯილდოვებულია ორი შრომის წითელი დროშის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით. სხვადასხვა დროს კანდელაკს მიღებული აქვს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ორი ვერცხლის მედალი. 1964 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება, ხოლო 1968 წელს დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 101 გვ. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

