The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვალერიან დემეტრაძე

ვალერიან დემეტრაძე
Date of birth:1899
Date of death:1945  (at 46 years)
Category:Manufacturer

Biography

   ვალერიან სიმონის ძე დემეტრაძე დაიბადა 1899 წელს ბაღდადში, გლეხის ოჯახში. მამამისი განთქმული იყო ღვინის დაყენების ხელოვნებით, ალბათ სწორედ მან ჩაუნერგა ახალგაზრდა ვალერიანს დიდი ინტერესი და სიყვარული მეღვინეობისადმი.

   დაწყებითი განათლება მიიღო ბაღდადში, შემდეგ სწავლას აგრძელებს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

   1919 წელს სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც 1925 წელს ამთავრებს.

   უმაღლესი განათლების დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს საქარის მევენახეობისა და მეღვინეობის საცდელ სადგურში ღვინის სარდაფისა და მარნის გამდეგ.

   1934 წელს მივლინებით მიემგზავრება ლენინგრადში კვლევითი მუშაობის მეთოდების ასათვისებლად.

   იგი დიდი გულისყურით სწავლობს დასავლეთ საქართველოს ღვინოების ქიმიურ შემადგენლობასა და ორგანოლეპტიკურ თვისებებს. იგი მოგზაურობს იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. სწავლობს მეღვინეობისა და მევენახეობის ცალკეულ მიკრორაიონებს, ავლენს საუკეთესო ყურძნის ჯიშებს, იკვლევს მათგან დამზადებულ ღვინოებს. ამავე დროს იგი წერს მონოგრაფიებს დასავლეთ საქართველოს სამრეწველო ყურძნის ჯიშებისათვის (ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური, საფერე და დონდღლაბი), რომლებიც გამოქვეყნებულია საკავშირო ამპელოგრაფიის II, III, V და VI ტომებში.

   ს. დემეტრაძის კალამს ეკუთვნის ასევე მონოგრაფიები დასავლეთ საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ყურძნის ჯიშებზე (ადანასური, არაბული თეთრი, არგვეთულა, საფერე, ბაზალეთური, გაბეხოურა თეთრი, ძელშავი ობჩური, ძელშავი საჩხერის, ძიგანაური, ენდელაძის შავი, კამური თეთრი, კამური შავი, ქველოური, კირწმაგარა, კუდურაული, კუნძა, მცვივანი რაჭული, ნაკუთნოული, ოხტოურა, ფეროვანი, რკოთეთრი, რკოშავი, რცხილი, სამაჭრე, თავწითელა, თბილული, ხიხვი ლეჩხუმის, ცხვედიანის თეთრა, ჭანკილოური, შავბარდა), რომელიც გამოქვეყნებულია საკავშირო ამპელოგრაფიის სამტომეულში (1963, 1964, 1965 წწ.).

   1943 წელს იგი წარმატებით იცავს დისერტაციას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

   მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის დასავლეთ საქართველოს სუფრის ღვინოების, იმერული ყურძნის სტანდარტული ჯიშების, ტკბილის ქიმიური შედგენილობის, ღვინოების ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შესწავლაში.

   1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქარის საცდელი სადგურის დირექტორად.

   ვალერიან დემეტრაძე გარდაიცვალა 1945 წელს.

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 97 გვ.

Bibliography