The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



შალვა ავალიანი

შალვა ავალიანი
Date of birth:16 April, 1897
Date of death:1965  (at 67 years)
Category:Manufacturer

Biography

   შალვა ბიქტორის ძე ავალიანი დაიბადა 1897 წლია 16 აპრილს ქალაქ ქუთაისში.

   1917 წელს დაამთავრა ყოფილი მიხაილოვის გიმნაზია.

   1919 წელს იგი შედის უმაღლეს სასოფლო-სამეურნეო კურსებზე, რომლის დასრულების შემდეგაც, 1922 წელს, შედის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე და მის სრულ კურსს ამთავრებს 1923 წელს.

   1923-1933 წლებში ავალიანი მუშაობს ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, სადაც ასწავლის წამყვან დისციპლინებს - მევენახეობას და მეღვინეობას.

   1926-1927 წლებში მონაწილეობს სამეცნიერო ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ აკად. ტ. კვარაცხელია და პროფ. კ. მოდებაძე. ექსპედიციაში ყოფნის შედეგად, 1928 წელს, აქვეყნებს სტატიებს ჟურნალებში "Вестник виноделия Украины", "საქართველოს ეკონომისტი".

   1933-1934 წლებში, როგორ მეცნიერ-მუშაკთა სექციის წევრს, იწვევენ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად. აქ ის ბიოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებს უკითხავს 150-საათიან კურსს "სოფლის მეურნეობის საფუძვლები".

   1933-1934 წლებში მუშაობს ა. მიქოიანის სახელობის საკონსერვო მრეწველობის საკავშირო ტექნოლოგიურ ტექნიკუმში, სადაც მისი წინადადებით და პროექტით შემოღებული იქნა ახალი პროფილი - საქონელთმცოდნეობა, რომელიც ამზადებდა სპეციალისტებს ხილისა და ბოსტნეულის დამზადების ხაზით. 1941 წლიდან 1952 წლამდე შ. ავალიანი მუშაობს ღვინის ხარისხის სახელმწიფო ინსპექტორად (დასავლეთ საქართველოს ზონაში). 1952 წელს იწვევენ ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, სადაც ის კითხულობს "აგრონომიის ისტორიის" კურსს. 1953-1956 წლებში მუშაობს საქონლის ექსპერტიზის ბიუროში - ალკოჰოლური სასმელების ექსპერტად. 1956 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე კითხულობს კურსს "ღვინის ტექნოლოგია და ქიმია". აღნიშნულ ინსტიტუტში, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის კათედრაზე წლების მანძილზე მრავალმხრივ და ნაყოფიერ სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

   1963 წელს ნაშრომისათვის "ღვინის ტექნოლოგია", ბატონ შალვას მიეკუთვნა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და არჩეულ იქნა ტექნოლოგიის კათედრის დოცენტად. ნაშრომს "ღვინის ტექნოლოგია" მაღალი შეფასება მისცეს გამოჩენილმა მეცნიერებმა - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ს. დურმიშიძემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა დ. ტაბიძემ და სხვებმა.

   1957-1958 წლებში იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული სატერმინოლოგიო დარგობრივი კომიტეტის მუშაობაში - მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგია. სხვადასხვა დროს საკავშირო და რესპუბლიკურ პერიოდულ გამოცემებში გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი მევენახეობის, მეღვინეობის და აგრონომიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

   ბატონი შალვა გარდაიცვალა 1965 წელს.

   1969 წელს,  მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა სახელმძღვანელო "ღვინის ტექნოლოგია".

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 92 გვ.

Awards and Honors

  • 1964 - აფხაზეთის ასსრ-ის დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება
  • 1961 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
    სამეურნეო და კულტურული მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის

Bibliography