The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვახტანგ მოდებაძე

ვახტანგ მოდებაძე
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1993  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     მერაბ მოდებაძე დაიბადა 1918 წელს ქალაქ თბილისში. თბილისის მე-8 შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიშ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე.

     1942 წლიდან 1944 წლამდე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში.

    1966 წლამდე მუშაობდა: ხირსის საბჭოთა მეურნეობაში აგრონომად; ბოლნისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ აგრონომად; წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ აგრონომად, დირექტორად; "სამტრესტი"–ს მმართველის პირველ მოადგილედ და მმართველად.

     1972 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს მრეწველობის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

     სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის პროდუქტების გადამუშავებისა და შენახვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. ავტორია სამეცნიერო შრომების და წიგნის "ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების გზები".

    მერაბ მოდებაძე გარდაიცვალა 1993 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 37 გვ.

ბიბლიოგრაფია