The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



კარლო გველესიანი

კარლო გველესიანი
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1992  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    დაიბადა 1927 წელს ქალაქ ზესტაფონში.

    დაამთავრა: ზესტაფონის საშუალო სკოლა (1945); საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაცია (1945 - 1950).

     მუშაობდა: თბილისის კონიაკ - არყის N 4 ქარხანაში მუშად, ტექნოლოგად (1948 - 1968); მივლინებით ავღანეთში, კვიპროსში, საფრანგეთში მეღვინე - სპეციალისტად (1968 - 1978); 1980 წლიდან კონიაკის ქარხნის მთავარ ტექნოლოგად. 

     თანაავტორია კონიაკების "არაგვი", "დიდგორი", "ეგრისი", "საიუბილეო დ. სარაჯიშვილი", "თბილისი", "გრემი", "საქართველო", "ვარძია".

     იყო გამოგონებების და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, კონიაკის ცნობილი სპეციალისტი.

     მინიჭებული ჰქონდა საზოგადოება დ. სარაჯიშვილის პრემიის ლაურეატობა. 

     მიღებული ჰქონდა სსრკ სახალხო მეურნეობის მოღვაწეთა გამოფენის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და მთავრობის ჯილდოები. 

     ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი.

     გარდაიცვალა 1992 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 173 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საზოგადოება დ. სარაჯიშვილის პრემიის ლაურეატობა
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მოღვაწეთა გამოფენის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები