Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
არჩილ ბერუჩაშვილი![]()
Biographyარჩილ ბერუჩაშვილი დაიბადა 1908 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში. 1923 წელს დაამთავრა შვიდწლედი ლაილაშში, 1926 წელს – ქუთაისის საშუალო სასწავლებელი და 1933 წელს – საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1926–1927 წლებში მუშაობდა ქ. ბაქოს ლენინის სახ. საქსოვ ფაბრიკაში მუშად. 1927 – 1930 წლებში იგი მუშაობს მასწავლებლად სოფელ ლაშხეთსა და შემდეგ სოფელ ორბელში. 1933 წლიდან მუშაობდა "სამტრესტში" ინსპექტორად, უფროს მეღვინედ, ხირსის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, "სამტრესტის" მმართველის მოადგილედ, შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორად, თბილისის მეოთხე ღვინის ქარხნის დირექტორად. ბატონი არჩილის თანაავტორობით შეიქმნა ახალი მარკის ღვინოები: "უსახელოური', "ოჯალეში", "ტვიში", "ახაშენი", "ახმეტა", "თეთრა", "გურული შუშხუნა". 1964 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მეღვინის წოდება, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები. ბატონი არჩილი გარდაიცვალა 1982 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 105 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |