შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გიორგი ბერიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი ბერიძე დაიბადა 1909 წელს სოფელ ქსოვრისში. მან დაამთავრა საშუალო სასწავლებელი ქ. თბილისში და 1933 წელს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1934–1937 წლებში სწავლობდა საკავშირო მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1948–1952 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ. ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის დოქტურანტურაში. გიორგი ბერიძე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში 1943 წლამდე, საიდანაც მძიმედ დაჭრილი დემობილიზებული იყო. 1933 წლიდან მუშაობდა ჩოხატაურისა და საჭამიასერის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, შემდეგ სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტში. 1958 წლიდან - "სამტრესტის" მთავარ მეღვინედ. იგი სახელოვანი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო. გამოქვეყნებული ჰქონდა 100-ზე მეტი სტატია და 5 მონოგრაფია. იყო მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, დოქტორი, პროფესორი. ბატონი გიორგი გარდაიცვალა 1983 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 320 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |