The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



გურამ ლოლაძე

გურამ ლოლაძე
Date of birth:31 October, 1932
Date of death:1998  (at 65 years)
Category:Manufacturer

Biography

    გურამ ლოლაძე დაიბადა 1932 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში. 

    1955 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი  და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა.

    1978-1985 წლებში მუშაობდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში რიგით აგრონომად; პარტიის თეთრი წყაროს, წითელწყაროს, გარდაბნის და მცხეთის რაიკომების პირველ მდივნად; სამტრესტის მმართველად, შემდეგ საქართველოს ღვინის მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1990–1995 წლებში – გერმანული ფირმის "ანტონ ოლერტის" წარმომადგენლად საქართველოში.

    იგი არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. 

    მისი მმართველობის პერიოდში აშენდა მთელი რიგი ახალი ღვინის ქარხნები, გაუკეთდათ რეკონსტრუქცია, არსებული საწარმოები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. მისი უშუალო მონაწილეობით გურჯაანის სარემონტო-მექანიკურ ქარხანასთან შეიქმნა მუხის კასრების დამამზადებელი საამქრო, რომელიც ერთ-ერთი იყო საბჭოთა კავშირში და რუსეთში. აშენდა ემალირებული რეზერვეუარების ქარხანა. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში.

   გურამ ივანეს ზე ლოლაძე გარდაიცვალა 1998 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 48 გვ.