The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ბიკენტი სირაძე

ბიკენტი სირაძე
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1993  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ბიკენტი სირაძე დაიბადა 1908 წელს რაჭის მაზრის სოფელ შხივანში.

    დაამთავრა თბილისის საშუალო სკოლა, ხოლო 1929 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. 

    1941 წელს იგი გაიწვიეს დიდ სამამულო ომში.

    ბატონი ბიკენტი მუშაობდა სამტრესტის სისტემაში მუშად, სტაჟიორად, მეღვინედ, ღვინის ქარხნის დირექტორად, მთავარ მეღვინედ, კონსულტანტად. 

    1949 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა კარდანახის მეურნეობა-ქარხანაში მთავარ მეღვინედ. 

    მისი მონაწილეობით შექმნილ ღვინოებს საერთაშორისო დეგუსტაციებზე მიღებული ჰქონდათ მედლები. გამოქვეყნებული ჰქონდა მეცნიერული შრომები და მონოგრაფიები. მიღებული ჰქონდა საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. იყო ღვინოების ცნობილი მკურნალი. 

    1964 წელს ბ. სირაძეს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები: ორდენები საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის მედლები.

    ბიკენტი სირაძე გარდაიცვალა 1993 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 109 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება
  • შრომის წითელი დროშის მედლები
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია