შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ზაქარია პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიაზაქარია პეტრიაშვილი დაიბადა 1925 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავში. 1943 წელს დაამთავრა ამბროლაურის ზოოვეტერინალური ტექნიკუმი. 1948 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ღვინის წარმოების ტექნოლოგის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1953 წელს. 1943-1945 წლებში სამხედრო სამსახურში - სამამულო ომის მონაწილეა. ინსტიტუტის დამთავრებიდან 1993 წლამდე მუშაობდა: ვანის ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად; გუდაუთის ღვინის ქარხანაში სპირტის საამქროს ტექნოლოგად; სოფელ ბადიაურის ღვინის ქარხანაში უფროს მეღვინედ, ქარხნის დირექტორად; საგარეჯოს ღვინის ქარხნების (საგარეჯო, მანავი, ხაშმი, ბადიაური) გაერთიანების გენერალურ დირექტორად; ბადიაურის ღვინის ქარხანაში დირექტორად და მთავარ მეღვინედ (1981 - 1993). მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები - შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები. ზაქარია პეტრიაშვილი გარდაიცვალა 1993 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 166 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |