| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
შოთა სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიაშოთა სხირტლაძე დაიბადა 1925 წელს ონის რაიონის სოფელ მთისკალთაში. 1942 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. 1964 წელს დაამტავრა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მეღვინე სპეციალისტთა ერთწლიანი კურსები. 1942–1998 წლებში მუშაობდა: თბილისის N 1 ქარხანაში მუშად; ორჯონიკიძის რაიონის ქარხსამმართველოს ბორითის ღვინის ქარხნის გამგედ; უფროს მეღვინედ; კასპის ქარხსამმართველოს მთავარ ინჟინერ-ტექნოლოგად; ოკამის ღვინის ქარხნის მთავარ ინჟინრად, ქარხნის დირექტორად. ბატონი შოთა იყო რაციონალური წინადადებების და გამოგონებების ავტორი. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. შოთა სხირტლაძე გარდაიცვალა 1998 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 167 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

