The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით ნაცვლიშვილი

დავით ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1995  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დავით ტარასის ძე ნაცვლიშვილი დაიბადა 1911 წელს სოფელ ბაშში. 1933 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ დიდი ჯიხაიშის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტზე.

    ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938–1944 წლებში, იმუშავა "სამტრესტი"–ს ვარციხის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგედ, მთავარ მეღვინედ, დირექტორის მოადგილედ.

    დავით ნაცვლიშვილმა, თავის უფროს კოლეგასთან, ქარხნის მთავარ მეღვინე აქვსენტი შამუგიასთან ერთად, პირველად საქართველოში, დაიწყო პორტვეინის ტიპის ღვინო "დიმის" თერმული დამუშავება. 1944 წლიდან ბატონი დავითი გადაიყვანეს კარდენახის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ. 1948 წლიდან, მეცნიერული სამუშაობეის ჩასატარებლად, გადადის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობა–მეღვინეობის განყოფილების უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, შემდეგ თელავის ზონალური საცდელი სადგურის მეღვინეობის განყოფილების გამგედ. მან შექმნა თელავის საცდელი სადგური, დაიცვა დისერტაცია, ავტორია რამდენიმე შრომისა და მონოგრაფიისა. ამ მეტად რთული და საპატიო გზის გავლის შემდეგ, გადაჰყავთ "სამტრესტის" მთავარ მეღვინედ. ვარციხეში მისი მუშაობის დროს შეიქმნა სამარკო ღვინოები, რომელთა შორის აღსანიშნავია "ვარციხე", "სალხინო" და კონიაკი "ვარციხე".

    1975 წლიდან ჩაიბარა "თბილღვინოს" უნიკალური ენოთეკა, გადაარჩინა, დაახარისხა იქ არსებული ნიმუშები და სრულყო მათი კატალოგები.

   დავით ნაცვლიშვილი გარდაიცვალა 1995 წელს.

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 345 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე