შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ჯემი სანებლიძე![]()
ბიოგრაფიაჯემი სანებლიძე დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის N6 ვაჟთა საშუალო სკოლა. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სატრანსპორტო ინსტიტუტი ტრანსპორტის ინჟინერის სპეციალობით, ხოლო 1962 წელს სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 1955 წლიდან 1984 წლამდე იმუშავა თბილისის ჰიგიენის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად; მანავის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; ბადიაურის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინერ-ტექნოლოგად; საქართველოს კონტროლის კომიტეტში მრეწველობის განყოფილების ინსპექტორად; სამტრესტის საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1984 წელს ჯემი სანებლიძე გარდაიცვალა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 189 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |