The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვლადიმერ გელაშვილი

ვლადიმერ გელაშვილი
დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1969  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    დაიბადა 1919 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში. დაამთავრა ბაკურციხის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, 1946 წელს – სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1941–1943 წლებში იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საიდანაც დაინვალიდებული დაბრუნდა და მუშაობდა სოფ. ბაკურციხეში აგროტექნიკოსად, სიღნაღის პედაგოგიურ ტექნიკუმში, სამხედრო კომისარიატში.

  ვ. გელაშვილმა, 1944 წელს, დაიწყო მუშაობა ხირსის ღვინის ქარხანაში მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1950 წელს გადადის ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხანაში უფროს მეღვინედ. 1955 წელს წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინეა. 1962 წელს "სამტრესტი"–ს საწარმოო განყოფილების უფროსია.

  ვლადიმერ გელაშვილი 1969 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

  წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 147 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე