| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გივი გუჯეჯიანი![]()
ბიოგრაფიაგივი გუჯეჯიანი დაიბადა 1933 წელს დაბა მესტიაში. 1951 წელს დაამთავრა მესტიის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს წარჩინებით და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1958-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ღვინის ტექნოლოგიის განხრით. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. გ. გუჯეჯიანი, 1956 წლიდან 1997 წლამდე, მუშაობდა: ხირსის ღვინის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; წინანდლის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ; მანავის ღვინის კომბინატის დირექტორად; მარნეულის რაიონის აგროსამრეწველო - სავაჭრო ფირმა "თამარისი"–ს მთავარ მეღვინედ; თბილისის კონიაკის ქარხნის დირექტორად, დირექტორის მოადგილედ; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. გ. გუჯეჯიანი არჩეული იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის მსუბუქი და აგროსამრეწველო განყოფილების მრჩევლად. 1973 წელს სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა თურქეთში, იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე, 1980 წელს ქ. მიუნხენში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენაზე "იკოფა - 80". მას გამოქვეყნებული ჰქონდა 26 სამეცნიერო შრომა, რამდენიმე მონოგრაფია. იყო სამი გამოგონების ავტორი. მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა არაერთი ახალი მარკის ღვინო და კონიაკი. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. იყო შრომის ვეტერანი. ბატონი გივის ინიციატივით ჩამოყალიბდა დავით სარაჯიშვილის საზოგადოება, რომლის პრეზიდენტადაც ის იყო არჩეული. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები - საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები. გივი გუჯეჯიანი გარდაიცვალა 1997 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 191 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

