შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
თენგიზ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიათენგიზ კანდელაკი დაიბადა ქ. თბილისში 1923 წელს. 1974 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო 1948 წელს და 1979 წლამდე იმუშავა: თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ტექნოლოგად; "სამტრესტი"–ს საწარმოო განყოფილებაში მეღვინე-ტექნოლოგად; ვარციხის, ფოთის ღვინის ქარხნებში მთავარ მეღვინედ; სამტრესტის საწარმოო კომბინატში მთავარ ინჟინრად; სახპარტკონტროლის კომიტეტში მსუბუქი და კვების მრეწველობის განყოფილების ინსპექტორად; სამტრესტის ცენტრალურ ლაბორატორიაში უფროს ენოქიმიკოსად. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. 1979 წელს ბატონი თენგიზი გარდაიცვალა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 160 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |