Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გივი კასიანეს ძე მიქაშავიძე![]()
Biographyგივი კასიანეს ძე მიქაშავიძე დაიბადა 1924 წელს თბილისში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის I რკინიგზის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძო თბილისის საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1944 წელს. 1950 წელს ამთავრებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ტექნოლოგად თბილისის თამბაქოს ფაბრიკაში, ხოლო 1952 წლიდან "სამტრესტი"–ს სისტემაში მეღვინედ, უფროს მეღვინედ, მთავარ მეღვინედ, მთავარ ინჟინრად; ქ. სამარის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხნის დირექტორად. 1971 წლიდან მუშაობას აგრძელებს ქ. როსტოვის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე, სადაც ოცი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ქარხნის საქმიანობას. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება და მიღებული მთავრობის ჯილდოები. გივი მიქაშავიძე გარდაიცვალა 1991 წელს. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 347 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |