Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გივი ვასილის ძე ნიკოლაიშვილი![]()
Biographyგივი ვასილის ძე ნიკოლაიშვილი დაიბადა 1925 წელს თბილისში. 1942 წელს ამთავრებს თბილისის 30-ე საშუალო სკოლის 8 კლასს და სწავლას განაგრძობს თბილისის საავიაციო ტექნიკუმის მექანიკურ ფაკულტეტზე. 1953 წელს ამთავრებს თბილისის საკავშირო ვაჭრობის ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტს; 1965 წელს – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს, ხოლო 1975 წელს – მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურას დაუსწრებლად და იცავს საკანდიდატო დისერტაციას. ბატონი გივი, 1950 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა "სამტრესტი"–ს თბილისის N1 ღვინის ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობეზე:მთავარ მეღვინედ, დირექტორად, "სამტრესტი"–ს საწარმოო გაერთიანება "თბილღვინოს" გენერალურ დირექტორად. მას მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი კლასის მეღვინის წოდება. გამოქვეყმებული ჰქონდა 16 მეცნიერული შრომა, ორი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე, იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებული იყო სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის, ოქროს და ბრინჯაოს მედლებით. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები, ორდენები შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის და მედლები. გივი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა 1982 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 164 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |