The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ნოდარ ხვთისიაშვილი

ნოდარ ხვთისიაშვილი
Date of birth:1941
Date of death:1995  (at 54 years)
Category:Manufacturer

Biography

    ნოდარ ხვთისიაშვილი დაიბადა 1941 წელს ქ. თბილისში. 1958 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1963 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 

    1963 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა: წინანდლის ღვინის ქარხანაში ქიმიკოსად; ლენინგრადის ღვინის ქარხანაში საამქროს უფროსად; ვარკეთილის საწარმოო გაერთიანების მთავარ ინჟინრად; კონიაკის კომბინატში საამქროს უფროსად, მთავარ ინჟინრად; საგარეჯოს სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქარხანაში დირექტორად. 1988 წლიდან სამრეწველო-სავაჭრო ფირმა "სამება" -ს დამაარსებელია და 1995 წლამდე გენერალური დირექტორი.

    იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი, სახელმწიფოს მეთაურთან არსებული დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის გამგეობის წევრი. 

    მეღვინეობის დარგში პირველმა დაამყარა საქმიანი კონტაქტები უცხოეთის ფირმებთან და ორგანიზაციებთან, შექმნა პირველი ერთობლივი საწარმო პოლონეთში და მოახდინა მისი პრივატიზაცია, მოიზიდა უცხოელი ინვესტორი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჟორჟ შულცი, რომელიც აფინანსებს ქართულ-ამერიკულ ერთობლივ საწარმოს "ჩალას - ვაილს".

    იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მხატვარი, ქველმოქმედი, არაერთი გამოგონებისა და შრომის ავტორი.

    ნოდარ ხვთისიაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად 1995 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 253გვ.

Member of Organizations

  • საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური რეფორმების კომისია, წევრი
  • საქართველოს მრეწველთა კავშირი, ვიცე - პრეზიდენტი
  • სახელმწიფოს მეთაურთან არსებული დირექტორთა საბჭო, წევრი