The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვალერიან კანდელაკი

ვალერიან კანდელაკი
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1944  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვალერიან კანდელაკი დაიბადა 1881 წელს. ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლას აგრძელებს ქუთაისში, საიდანაც მიემგზავრება თავის უფროს ძმასთან ყირიმში. 1903 წელს მუშაობას იწყებს ნიკიტის ცნობილ მევენახეობა-მეღვინეობის მარან "მაღარაჩში". 1904 წელს მან, ძმასთან ერთად, პირველმა დაამზადა  წითელი ღვინო დურდოს გაცხელების გარეშე. შემდეგ იწყებს მეღვინედ მუშაობას მალცევის კერძო მარანში.

   1916 წელს ძმები აარსებენ კურორტ ალუპკას მახლობლად "შარნის მარანს", ხოლო 1917 წელს ყირიმში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, მოხდა მათი ქონების ნაციონალიზაცია და ვალერიან კანდელაკი ხელცარიელი, ოჯახთან ერთად, დაბრუნდა საქართველოში.

   1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აყალიბებს "საქართველოს სახალხო მამულებს", იქიდან გადადის მუხრანის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად. ოთხი წელი დაჰყოპ თბილისის N1 ღვინის ქარხანაში. მისი თაოსნობით ბოლნისში ჩამოისხა ყურძნის წვენი, კარდანახსა და ვარციხეში დამზადდა შემაგრებული ღვინოები "კარდანახი" და "სალხინო". 

   ვალერიან კანდელაკი გარდაიცვალა 1944 წელს 63 წლის ასაკში.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 324 გვ.