შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
თამაზ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიათამაზ კანდელაკი დაიბადა 1933 წელს. მუშაობდა თბილისის კონიაკის ქარხანაში და "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის უფროსად. შემდეგ "სამტრესტი"–ს მმართველის პირველი მოადგილე და მმართველია. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა არაერთი ქართული ღვინო: "ნაფარეული", "ვაზისუბანი", "ყვარელი", "თბილისური" და მრავალი სხვა. 1999 წლიდან კერძო კომპანია "GWS"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მის მიერ შექმნილმა ბრენდებმა "ძველი თბილისი" და "თამადა" ორასზე მეტი სხვადასხვა ხარისხის ჯილდო დაიმსახურა. იყო საერთაშორისო მეღვინეობის აკადემიკოსი და სერტიფიცირებული დეგუსტატორის წოდების მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე, არაერთი საერთაშორისო გამოფენის, დეგუსტაციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. ბატონი თამაზი გარდაიცვალა 2012 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 325 გვ. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |