The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პეტრე სოხაძე

პეტრე სოხაძე
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1968  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: ქ. თბილისის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   პეტრე სოხაძე დაიბადა 1909 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში, სასულიერო პირის ოჯახში.

   1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მებაღე-მევენახე აგრონომის სპეციალობით. 

   1930 წლიდან 1967 წლამდე მუშაობდა: საქართველოს მიწსახკომში აგრონომ-ინსტრუქტორად; "საქჩაის" ტრესტის უბნის აგრონომად ქ. ოზურგეთში; სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციებში აგრონომ-ინსტრუქტორად, აგრო საწარმოო განყოფილების გამგედ; ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორად; სამტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; საქართველოს "პურტრესტის" მმართველად, შემდეგ "ლიმონტრესტის" მმართველად; "სამტრესტი"–ს მმართველად; დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დირექტორად. 1967 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა მებოსტნეობა-მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტრესტის მმართველად.

   იყო რამდენიმე გამოგონების ავტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, გამოქვეყნებული ჰქონდა მონოგრაფია "ქართული მარკიანი ღვინოების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებები". მისი ხელმძღვანელობით ქართულმა ღვინოებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვა. 1961 წელს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული აგრონომის საპატიო წოდება. დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ორდენებით და მედლებით, მათ შორის ორი ლენინის ორდენით.

   პეტრე სოხაძე 1968 წელს გარდაიცვალა ქ. ლენინგრადში. დაკრძალულია ქ. თბილისის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 23 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ორი ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია