The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მარლენ ფერაძე

მარლენ ფერაძე
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:2006  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მარლენ ფერაძე დაიბადა 1939 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში.

   1956 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამტავრა 1961 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

   1962 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა: ტიბაანის ღვინის ქარხანაში მეღვინე-ბრიგადირად; მეღვინედ; მთავარ მეღვინედ; ხირსის და ტიბაანის გაერთიანებული ღვინის ქარხნების დირექტორად; "სამტრესტში" საწარმოო განყოფილების უფროსად, მთავარ სპეციალისტად, მმართველად; კონიაკის კომბინატში მთავარ ინჟინრად; ახმეტის ღვინის ქარხნების გაერთიანების დირექტორად; ფირმა ენისელის მთავარ ინჟინრად.

   ბატონი მარლენი იყო სამეცნიერო შრომების და გამოგონებების ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს კანონის "ვაზისა და ღვინის შესახებ" თანაავტორი. "სამტრესტი"–ს მმართველად მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველო ოფიციალურად იქნა მიღებული ყურძნის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრად.

   მარლენ ფერაძე გარდაიცვალა 2006 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 62 გვ.