The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი
Date of birth:10 December, 1978  (45 years)
Category:Manufacturer

Biography

   ლევან დავითაშვილი დაიბადა 1978 წლის 10 დეკემბერს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 2001 წელს იმავე უნივერსიტეტში მიენიჭა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მაგისტრის წოდება; 2002 წელს იტალიაში (მილანი) დაამთავრა მენეჯმენტის მაგისტრატურა.

   2002 წელს მუშაობა დაიწყო შპს "წინანდლის ძველი მარნის" გენერალურ დირექტორიად, სადაც დაჰყო 2007 წლამდე. 2009 წლამდე მუშაობას აგრძელებს Agvantage USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელიდ. 2009 - 2012 წლებში იგი იყო შპს "შუხმან ვაინს ჯორჯიას" კომერციული დირექტორი.

   შემდეგ, ლევან დავითაშვილი ხდება საქართველოს ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოში იტალიის საელჩოსთან არსებული იტალიის ბიზნეს საბჭოს წევრი, საქართველო - იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი.

    2016 წლიდან ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 186 გვ.

Member of Organizations

  • საქართველო - იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაცია, ვიცე - პრეზიდენტი
  • ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე