The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გიორგი თევზაძე

გიორგი თევზაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    გიორგი თევზაძე დაიბადა 1976 წლის 6 თებერვალს. 2000 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ღვინის  ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 2001-2002 წლებში სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში აშშ-ს კალიფორნიის შტატის დევისის უნივერსიტეტის მაგისტრია.

    1996-2006 წლებში იგი კომპანია GWS-ში ღვინის ხარისხის კონტროლის უფროსი და მეღვინე მენეჯერია. 2011 წლიდან – "ქვევრის" ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. არის სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 186 გვ.