The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ლევან უჯმაჯურიძე

ლევან უჯმაჯურიძე
Date of birth:25 July, 1958  (65 years)
Category:Manufacturer

Biography

     ლევან უჯმაჯურიძე დაიბადა 1958 წლის 25 ივლისს. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი, 1987 წელს – მებაღეობა მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. 1996, 2003, 2004, 2005, 2007 წლებში გაიარა სასწავლო-სამეცნიერო სტაჟირება გერმანიასა და საფრანგეთში. 1981- 2010 წლებში მუშაობდა მებაღეობა, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის გამგედ, განყოფილების გამგედ.

    ბატონი ლევანი არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი. ერთი მონოგრაფიის, 1 გამოგონების და 38 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2010 წელს იყო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV 33-ე კონგრესის მევენახეობის კომისიის სამეცნიერო თავმჯდომარე. 2007 წლიდან ა(ა)იპ "აგრო" ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია. 2011 წლიდან – ევროკავშირის პროექტის Cost action FA - 1003 GRAPENET (ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვა) შემსრულებელი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სამეცნიერო კონსულტანტი.

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 189 გვ.