The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ანდრო ასლანიშვილი

ანდრო ასლანიშვილი
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ანდრო ასლანიშვილი დაიბადა 1977 წლის 11 თებერვალს. 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სპეციალობით პროდუქციის ხარისხის ინჟინერი. 2003 წლს დაამთავრა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით პროდუქციის ხარისხის მენეჯმენტი. 2005 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით, ხოლო 2006 - 2007 წლებში, საფრანგეთის სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვების შედეგად სწავლობდა ქ. ნანსიში ეკონომიურ და სამართლებრივ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, MASTER 2 - სპეციალობით საერთაშორისო სავაჭრო სამართალი.

   2008 წლიდან მუშაობს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შემდეგ პოზიციებზე: იურისტი, თავმჯდომარის მრჩეველი. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსია.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 190 გვ.