The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ირაკლი ჩოლობარგია

ირაკლი ჩოლობარგია
Date of birth:17 June, 1972  (52 years)
Category:Manufacturer

Biography

    ირაკლი ჩოლობარგია დაიბადა 1972 წლის 17 ივნისს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო 1999 წელს – იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში" (GWS) მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორად.

    2003-2004 წლებში სწავლობდა მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტში. ფლობს ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის წოდებას (MBA). გავლილი აქვს ბრენდინგისა და მარკეტინგის სემინარები (მათ შორის ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელებისა) პარიზში, რომელთა ორგანიზატორიც იყო ალკოჰოლური სასმელების უდიდესი საერთაშორისო კორპორაცია "Pernod Ricard" . სწავლებას უძღვებოდა გამოჩენილი მარკეტოლოგი და ბრენდინგის პროფესორი ჟან-ნოელ კაპფერერი. 

   2005 წლიდან 2010 წლამდე იყო კომპანია "საზოგადოება - ლევან გაჩეჩილაძე" აღმასრულებელი დირექტორი და ერთ - ერთი დამფუძნებელი. 2012 წლიდან მუშაობს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 192 გვ.