The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ბაჩა ბლუაშვილი

ბაჩა ბლუაშვილი
ოფიციალური სახელი:ნოდარ ბლუაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ბაჩა ბლუაშვილი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იწყებს მუშაობას თბილისში, ახალაშენებული კონიაკის ქარხანის კონიაკის სპირტის სახდელ საამქროში ბრიგადირად, შემდეგ მეღვინედ და 1960 წლიდან - საამქროს უფროსად.

   1966 წლიდან, როგორც გამოცდილი სპეციალისტი, გაიგზავნა კვიპროსში კონიაკის ექსპერტად, სადაც დაჰყო 4 წელი და დაბრუნდა კონიაკის ქარხანაში სახდელი საამქროს უფროსად.

   1975 წლიდან, ბ. ბლუაშვილი, ვარკეთილის ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

   ბატონი ბაჩა 2005 წელს გავიდა პენსიაზე.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 327 გვ.