| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ჯიმშერ ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიაჯიმშერ ყურაშვილი დაიბადა 1929 წელს. დამთავრა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და შემდეგ სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1954 წლიდან დაიწყო მუშაობა ბოლნისის ღვინის ქარხანაში და 58 წელი ამ საწარმოში იმუშავა. იგი იყო როგორც მშრალი, ასევე შემაგრებული ღვინოებისა და კონიაკის სპირტების გამოხდის პროფესიონალი სპეციალისტი, რომელმაც არა ერთი ახალგაზრდა მეღვინე აღზარდა და მათ შორის თავისი ვაჟი დავითი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა ბოლნისის ღვინის ქარხანაში. იგი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2012 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 328 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

