შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გუგული ჯაველიძე![]()
ბიოგრაფიაბოლნისის რვინის ქარხანა 1958 წლამდე გერმანელ კოლონისტებს ეკუთვნოდა. მათ მიერ შექმნილი ფირმა "უნიონი" 1929 წლიდან "სამტრესტის" დაქვემდებარებაში გადავიდა. ბოლნისის ღვინის ქარხანა სპეციფიკური იყო და იქ ძირითადად შემაგრებულ ღვინოებს, კონიაკის სპირტებს და ყურძნის წვენს ამზადებდნენ. ქარხანაში ტრადიციულად გამორჩეული დირექტორები იყვნენ, რომელთა შორის საპატიო ადგილი ბატონ გუგული ჯაველიძეს ეკუთვნის. მისი დირექტორობის პერიოდში ქარხანამ მრავალ წარმატებას მიაღწია და ბევრი მეღვინე აღიზარლა, რომლებიც შემდგომ სხვა ქარხნებში გადადიოდნენ სამუშაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მათ შორის, ვინც ღირსეულ მეღვინედ ჩამოყალიბდა, არის მისი ვაჟი ბიძინა, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და აგრძელებს ტრადიციას. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 328 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |