Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
პეტრე ქვლივიძე![]()
Biographyპეტრე ქვლივიძე დაიბადა 1912 წელს საგარეჯოში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის უნდუსტრიული ტექნიკუმი და ჩააბარა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (დღევანდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგზავნება სამუშაოდ სომხეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობს მშენებლად სხვადასხვა ობიექტზე. სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ხირსის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ ინჟინრად, სადაც ჩართული იყო ღვინის ქარხნის მშენებლობაში. წარმატებული ინჟინერი გადაჰყავთ "სამტრესტი"–ს ცენტრალურ აპარატში კაპიტალური მშენებლობის უფროსად, შემდეგ მმართველის მოადგილედ მშენებლობის დარგში და მთავარ ინჟინრად. მართალია ბატონი პეტრე მეღვინე არ იყო, მაგრამ ძირძველი "სამტრესტელი" იყო – მან ბევრი ქარხანა და საკუპაჟე ბაზა ააშენა. დაჯილდოებული იყო საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდებით. პეტრე ქვლივიძე გარდაიცვალა 1982 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 328 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |