The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დიმა დუგლაძე

დიმა დუგლაძე
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:2001  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დიმიტრი დუგლდაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდში. ქუთაისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ახალციხის ღვინის ქარხანაში, მოგვიანებით ხაშურის რაიონის გომის სპირტის ქარხანაში ლაბორანტ-ქიმიკოსად. შემდეგ მისი კარიერა წარმატებით გაგრძელდა და 1970 წლიდან, 16 წლის მანძილზე, დირექტორის პოსტი უკავია გომის სპირტის ქარხანაში, რომელიც ერთადერთი საწარმო იყო "სამტრესტი"–ს სისტემაში, სადაც ჭარხლის ბადაგისა და მეღვინეობის ნარჩენებისგან რექტიფიცირებული სპირტი მზადდებოდა. 

   1982 წლიდან, დ. დუგლაძემ დაარსა კომერციული ფირმა "ვაზიანი" "სამტრესტი"–ს სუვენირების ქარხნის ბაზაზე, რომელიც შემდეგ სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. 1994 წლიდან იგი ბრუნდება გომის სპირტის ქარხანაში, სადაც მალხაზ ყანჩაველთან ერთად აფუძნებს გომის არყის ქარხანას, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. 

   ბატონი დიმიტრი, 2001 წელს, დაქირავებულმა მკვლელმა წუთისოფელს გამოასალმა.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 330 გვ.

** Suggested ნატალია ხარაძე in 2018-03-13 23:13:31 **

დაიბადა 1938