The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



შოთა გიორგობიანი

შოთა გიორგობიანი
დაბადების თარიღი:1932  (94 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   შოთა გიორგობიანი დაიბადა 1932 წელს. სწავლობდა ქუთაისის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1959 წელს და სამუშაოდ გააგზავნეს "სამტრესტის" წინანდლის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, სადაც იმუშავა 25 წელი. გაერთიანებაში იგი ჯერ იყო უფროსი მეღვინე, შემდეგ მთავარი მეღვინის მოადგილე, ხოლო 1971 წლიდან 1984 წლამდე – წინანდლის ღვინის ქარხნის წარმოების უფროსია.

   1988 წლიდან, ბატონი შოთა, "სამტრესტი"–ს სხვადასხვა ღვინის ქარხანაში მუშაობს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, 1993 წლიდან 2006 წლამდე კი მარნეულის ფირმა "თამარისის" ღვინომასალების საამქროს უფროსია.

      წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 333 გვ.