The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



კუკური გოგოძე

კუკური გოგოძე
ოფიციალური სახელი:ლუდოვიკო გოგოძე
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2007
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ლუდოვიკო გოგოძემ, 1951 წელს, მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და მიიღო იურიდიული განათლება.

   1968 წელს დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტიუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით. ლ. გოგოძემ შრომითი საქმიანობა დაიწყო 1969 წელს "სამტრესტის" ქუთაისის ღვინის ქარხანაში მეღვინე - ბრიგადირად, მოგვიანებით მუშაობდა ინჟინერ - ტექნოლოგად.

   1970 წლიდან იგი ქუთაისის ღვინის ქარხნის ვერმუტის საამქროს წარმოების უფროსია. 1991 წელს ქუთაისის ღვინის ქარხანას გამოეყო ვერმუტის საამქრო და დაფუძნდა ქუთაისის ღვინომასალების დამამუშავებელი ქარხანა. ამ ქარხნის დირექტორდ, 1992 წელს, დაინიშნა ლ. გოგოძე, სადაც იმუშავა 2001 წლამდე.

   2002 წლიდან არჩეულ იქნა ამ წარმოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 2004-2007 წლებში ისევ დირექტორია. შემდგომში, ავადმყოფობის გამო, გადის პენსიაზე.

   ბატონი ლიდოვიკო გარდაიცვალა 2007 წელს.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 336 გვ.