The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



აკაკი ყურაშვილი

აკაკი ყურაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   აკაკი ყურაშვილი, სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს ბოლნისის ღვინის ქარხანაში, სადაც მისი უფროსი ძმა ჯიმშერი მუშაობდა. შემდეგი წლები გაატარა "სამტრესტი"–ს სისტემის ღვინის ქარხნებში, რომლებიც ქვეყნის გარეთ მდებარეობდა. ჯერ იყო ყაზანში და შემდეგ, 1967 წლიდან, სამარის ღვინის ქარხანაში მოღვაწეობდა. 2001 წელს დაბრუნდა საქართველოში. 

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 340გვ.