The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თამაზ ქვლივიძე

თამაზ ქვლივიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თამაზ ქვლივიძემ 1966  წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და გაგზავნეს სტაჟირებაზე გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდანახის ღვინის ქარხანაში, სადაც ცნობილი მეღვინეები მოღვაწეობდნენ. ქარხანაში მან შეიძინა პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, ჩამოყალიბდა მეღვინედ და 1969 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს თავის მშობლიური რაიონის, საგარეჯოს ღვინის ქარხანაში მეღვინედ, შემდეგ, 1979 წლიდან, ხაშმის ღვინის ქარხნის დირექტორად. 1983 წლიდან საგარეჯოს ღვინის ქარხნის დირექტორია, შემდეგ – ფირმა "სამების" საგარეჯოს ღვინის ქარხნის დირექტორი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 341 გვ.