შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ვახტანგ ჩახვაძე![]()
ბიოგრაფია1971 წელს დაამთავრა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინე ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1973 წლიდან მუშაობა დაიწყო "სამტრესტის" ბათუმის ღვინის ქარხანაში მეღვინე - ოსტატად. შემდგომ წლებში იმავე ქარხანაში მუშაობდა ღვინომასალების საამქროს უფროსად, მთავარ ინჟინრად და დირექტორად 2002 წლამდე. 2002 - 2006 წლებში შპს "რთველი XXI"-ის დირექტორია. 2008 - 2014 წლებში ბათუმის საოჯახო ღვინოების ფესტივალის საორგანიზაციო და სადეგუსტაციო კომისიის წევრია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 341 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |