The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



აცა მაისურაძე

აცა მაისურაძე
ოფიციალური სახელი:შალვა მაისურაძე
დაბადების თარიღი:1933  (91 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   შალვა (აცა) მაისურაძე დაიბადა 1933 წელს. 1961 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. იმავე წელს სამუშაოდ გაანაწილეს გურჯაანის ღვინის ქარხანაში. 1963 წლიდან მუკუზნის ღვინის ქარხნის საამქროს უფროსია, ხოლო 1969 წლიდან – მუკუზნის N 2 ღვინის ქარხანაში ინიშნება მთავარ მეღვინედ.

   1975 წლიდან იწყებს მუშაობას მანავის ღვინის კომბინატის გენერალური დირექტორის მოადგილის თამადებობაზე, სადაც მუშაობს 1993 წლამდე. შემდეგ გადადის სამუშაოდ გაერთიანება "სამტრესტი"–ს კომერციული სამმართველოს მთავარი სპეციალისტად და 1997 წლიდან – "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის მოადგილეა. 

მინიჭებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

   1998 წლიდან აცა მაისურაძე პენსიაზეა. 

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 343 გვ.