The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვაჟა ულარჯიშვილი

ვაჟა ულარჯიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვაჟა ულარჯიშვილმა 1966 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 

   1967 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს ახალციხის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, შემდეგ მთავარ ტექნოლოგად. 1975 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების მეცნიერ-მუშაკია.

   1977 წელს მიემგზავრება უკრაინაში და 1980 წლამდე უკრაინის "მაგარაჩის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ხდება. იქვე იცავს დისერტაციას.

   1980 წლიდან, 25 წლის განმავლობაში, მუშაობდა "სამტრესტი"–ს შამპანური ღვინოების ქარხანაში მთავარ შამპანისტად და მთავარ ინჟინრად.

   2004 წლიდან მიდის კერძო ბიზნესში – შპს "ღვინის სამყაროს" დამფუძნებელი და დირექტორია.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 344 გვ.