The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თამაზ ბატიაშვილი

თამაზ ბატიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თამაზ ბატიაშვილმა, 1961 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 

   1961 წელს, თ. ბატიაშვილი "სამტრსტი"–ს წინანდლის ღვინის ქარხანაში დაინიშნა მეღვინე-ბრიგადირად. 1962 წელს – საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეღვინეობის განყოფილების მეცნიერ მუშაკად. 1963 წელს – "სამტრესტის" იყალთოს ღვინის ქარხნის მატერიალური პასუხისმგებელ მეღვინედ, 1966 წლიდან - დირექტორად. 1972 წელს დაინიშნა მებაღე-მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის დირექტორად. 1981 წელს – თელავის აგრომრეწვის გაერთიანების თავმჯდომარეა, ხოლო 1985 წლიდან - აგრომრეწვის საწარმოოს გენერალური დირექტორი. 1996 წლიდან – "სამტრესტის" წინანდლის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორია. 1999 წელს – თელავის საცდელი სადგურის დირექტორია.

   ბატონი თამაზი 2006 წლიდან პენსიაზეა.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 345 გვ.