შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ომარ თხლაშაძე![]()
ბიოგრაფიაომარ თხლაშაძემ 1965 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით გაგზავნილი იქნა რუსეთში, ჯერ სტავროპოლში და შემდეგ - როსტოვის ოლქში, ღვინის ქარხანაში მეღვინედ. 1966 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს სისტემის თელიანის ღვინის ქარხანაში ჯერ მეღვინედ, შემდეგ, 1983 წლამდე, ამავე ქარხნის დირექტორად. 1987 წლიდან მუშაობს თელავის N2 ღვინის ქარხანაში ჯერ ტექნოლოგად, შემდეგ - მთავარ მეღვინედ. თელიანის ღვინის ქარხანა ერთადერთი იყო "სამტრესტი"–ს სისტემაში, სადაც სუფრის წითელი მშრალი ღვინოები მზადდებოდა. მისი დირექტორობის პერიოდში 100 000 დკლ ღვინო "საფერავი" გაიგზავნა კუბაში, ხოლო "ყვარელმა", "მუკუზანმა", "ნაფარეულმა" და "თელიანმა" არაერთგზის დაიმსახურეს უმაღლესი ჯილდოები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე. ბატონი ომარი ითვლება საქართველოში წითელი ღვინოების ცნობილ ოსტატად. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 344 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |