The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დევისმან ხიდეშელი

დევისმან ხიდეშელი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დევისმან ხიდეშელმა 1965 წელს დაათავრა სოხუმის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1962 წლიდან მუშაობდა "სამტრესტი"–ს შამპანური ღვინის ქარხანაში მუშად, ცვლის ტექნოლოგად, შამპანიზაციისა და გაფორმების გაერთიანებული საამქროს უფროსად.

   1977 წლიდან 1981 წლამდე "სამტრესტი"–ს კუიბიშევის ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინერია. 1989 წელს ბრუნდება საქართველოში და ინიშნება "სამტრესტი"–ს სუვენირულ ნაკეთობათა ქარხნის მთავარ შამპანისტად.

   1996 წლიდან კერძო კომპანია "დიონის კლუბის" მთავარი ტექნოლოგია. 2004 წლიდან კომპანია შპს "დუგლაძეების ღვინის ქარხნის" მთავარი ტექნოლოგი და კომპანია "ვაზიანის" საკონიაკე სპირტებისა და კონიაკის დაძველების საამქროს მთავარი სპეციალისტია. 

   მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 344 გვ.