The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ზურაბ სტურუა

ზურაბ სტურუა
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ზურაბ სტურუამ 1964 დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1969 წლიდან ყირიმში, იალტაში ჩაირიცხა "მაღარაჩის" ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში. 

   1975 წლიდან ინიშნება "სამტრესტი"–ს სიღნაღის ღვინკომბინატის გენერალურ დირექტორად, 1981 წელს – სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1982 წლიდან – მმართველის მოადგილეა. 1997 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების მრეწველობის დეპარტამენტის უფროსია. 2001 წლიდან მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკია, ხოლო 2006 წლიდან იმავე ინსტიტუტის ექსპერტ-კონსულტანტი.

   მისი თანაავტორობით შეიქმნა ისეთი ქართული სუფრის ღვინოები, როგორებიც არის: "შუამთა", "სამება", "აგუნა", "საჩინო". "მთაწმინდა" და სხვა. არის საერთაშორისო კლასის ექსპერტ-დეგუსტატორი და ითვლება საერთაშორისო მეღვინეობა-მევენახეობის აკადემიის ნამდვილ წევრად.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 345 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო მეღვინეობა - მევენახეობის აკადემია, ნამდვილი წევრი