The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მურთაზ გაბუნია

მურთაზ გაბუნია
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მურთაზ გაბუნიამ, 1970 წელს, ჩააბარა და 1975 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 

   1975 წლიდან მუშაობას იწყებს თავისი მშობლიური რაიონის ხარაგაულის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანაში მეღვინედ. 1980 წლიდან გადაყვანილი იქნა "სამტრესტის" თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა შამპანიზაციის საამქროს უფროსად. შემდეგ იწყებს მუშაობას ს.ს. "ბაგრატიონი - 1982"-ის ჩამოსხმისა და გაფორმების საამქროს მენეჯერად.

   ბატონმა მურთაზმა, 1980 წლიდან, 35 წელი იმუშავა "სამტრესტი"–ს თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 345 გვ.