The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თამაზ გელაშვილი

თამაზ გელაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თამაზ გელაშვილმა, 1967 წელს, დაამთავრა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია მეღვინეობის განხრით.

   1960 წლიდან ის იწყებს მუშაობას "სამტრესტის" N2 ღვინის ქარხანაში მუშად. 1967-1969 წლებში – "სამტრესტის" სურამის ღვინის ქარხნის მეღვინე ბრიგადირად. 1969-1970 წლებში – "სამტრსტი"–ს ცენტრალურ აპარატში ინჟინერ-ტექნოლოგად. 1970-1976 წლებში – საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილებაში მეცნიერ–მუშაკად. 1980-1988 წლებში – "სამტრესტი"–ს ტექნოლოგიური ცენტრის სექტორის უფროსად, მოგვიანებით - განყოფილების უფროსად. თ. გელაშვილი, 1988-1999 წლებში, საქაგრომრეწვის ვაზიანის ღვინის ქარხანაში ღვინის, შამპანურის, კონიაკისა და არყის საამქროს უფროსია, შემდეგ - წარმოების უფროსი, მოგვიანებით - მთავარი ტექნოლოგია. 2000 წელს ინიშნება იმავე ქარხანაში ღვინომასალების საამქროს უფროსად. 

   2012 წელს მოხდა ვაზიანის ღვინის ქარხნის რეორგანიზაცია და თამაზ გელაშვილი, 2013 წლიდან, დაინიშნა შპს "ვაზიანის კომპანიის" მთავარ მეღვინედ.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 346 გვ.