The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ზურაბ ბახტაძე

ზურაბ ბახტაძე
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   ზურაბ ბახტაძემ, 1973 წელს, დაამთავრა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი იწყებს მუშაობას მეცნიერ - მუშაკად საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტში მეღვინეობის განყოფილებაში, სადაც დაჰყო 1980 წლამდე.

   1980 წლიდან, ზ. ბახტაძე, 20 წლის განმავლობაში, მუშაობდა თბილისის "სამტრესტი"–ს შამპანური ღვინოების ქარხანაში, თავდაპირველად ბიოქიმიური საამქროს უფროსად და შემდეგ - მთავარ შამპანისტად.

   იგი ავტორია ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონ - 1982"-ისა. მონაწილეა მეღვინეობის რამდენიმე საერთაშორისო კონგრესისა. არის სამეცნიერო შრომების ავტორი და მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის ცნობილი დეგუსტატორი.

   2005 წლიდან იგი გახლავთ კონსულტანტი და სხვადასხვა კონკურსის სადეგუსტაციო კომისიის საპატიო წევრი.

       წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 347 გვ.